იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება

იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებაუშიშროების ყოფილი მინისტრი, იგორ გიორგაძე რუსეთში გამამართლებელ განაჩენს ელოდება და საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება.

მის სახელს უკავშირდება 1990-იან წლებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზება, მათ შორის 1994 წელს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გია ჭანტურიას მკვლელობა და საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიმართ, 1995 წელს განხორციელებული ტერორისტული აქტი.

იგორ გიორგაძე, რომელიც ინტერპოლის ძებნილთა სიაში იყო შეყვანილი, ერთი წელია, ბაზაში აღარ იძებნება. შოთაძის უწყება ,,კურიერთან“ საუბარში ამ ფაქტს გაურკვევლობად აფასებს, თუმცა იმედი აქვს, რომ სასამართლო გიორგაძეს დამნაშავედ სცნობს.

იგორ გიორგაძის საქმის არსებითი განხილვა სასმართლოში რამდენიმე თვეში დასრულდება. სწორედ ამ დროს გაირკვევა, ჩამოვა თუ არა უშიშროების ყოფილი მინისტრი, რომელმაც 23 წლის წინ თავი რუსეთს შეაფარა.

ადვოკატების ინფორმაციით, შოთაძის უწყება გიორგაძის ბრალის დამტკიცებას 23 წლის წინ მოპოვებული მტკიცებულებებით ცდილობს. საქმის სასამართლოში გადაგზავნის მიუხედავად, სახელმწიფო ბრალდებას არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.

ნიუპოსტი