ირანის პრეზიდენტის ძმა დააკავეს

სამართალდამცველებმა ირანის პრეზიდენტის ჰასან რუანის ძმა, ჰოსეინ ფრიდინი სახელმწიფო სადაზღვეო კომპანიის მენეჯერებისთვის გაბერილი ხელფასების ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ერთ-ერთ სამართადამცველზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

pia.ge