ISIS-ის ჯიჰადისტმა ცოლს საქორწილო საჩუქრად შაჰიდის ქამარი აჩუქა 

ISIS-ის ჯიჰადისტმა ცოლს საქორწილო საჩუქრად შაჰიდის ქამარი აჩუქა ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანებულმა ესპანელმა ქალმა, ჯიჰადისტი მეუღლისგან საქორწინო საჩუქრად თვითმკვლელის ქამარი მიიღო, რომელზეც მისი ინიციალები იყო ამოტვიფრული.

ამის შესახებ დეილი მეილი იტყობინება.
როგორც გაირკვა, 24 წლის ასია აჰმედ მოჰამედმა სეუტა 2014 წელს დატოვა, მაშინ როდესაც მაროკოელ მუჰამედ ჰამდუჩს გაჰყვა ცოლად, რომელიც ერთერთ ყველაზე სასტიკ ჯიჰადისტად არის ცნობილი.
გასული წლის დეკემბერში, თურქეთის ხელისუფლებამ ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა, რომლებიც ბავშვებთან ერთად სირიიდან ევროპის ტერიტორიაზე ცდილობდნენ შეღწევას.
ასიას ისტორიის შესახებ ცნობილი მიმდინარე კვირას გახდა, მას შემდეგ რაც ეპანეთში მისი ექსტრადირება მოხდა.