ჯონ ტერი ასტონ ვილას ფეხბურთელია

ჯონ ტერი ასტონ ვილას ფეხბურთელიალონდონის ჩელსის ლეგენდა ჯონ ტერი, მომავალ სეზონში ბირმინგემის ასტონ ვილას ღირსებას დაიცავს. ჩელსიდან წასვლის შემდეგ ტერი თავისუფალი აგენტი გახდა და ასტონ ვილას ტერის ტრანსფრში ფული არ გადაუხდია.

ჯონ ტერის ასტონ ვილაში ტრანსფერი, თვითონ ამ კლუბის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომელმაც თქვა, რომ ის ძალიან მოხარულია იმით, რომ ჯონ ტერი ასტონ ვილაში ითამაშებს.

თვითონ ტერის ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უახლოეს დღეებში, მას უკვე ელიან ბირმინგემში. ასტონ ვილა ამჟამად ინგლისის მეორე დივიზიონში თამაშობს და მათი მიზანი პრემიერ ლიგაში დაბრუნებაა.