კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა თურქეთში

გუშინ საღამოს ეგეოსის ზღვაში, პროვინცია მუგლასთან ახლოს კიდევ ერთი, მაგნიტუდით 5,0 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:09 საათზე იგრძნობოდა.

ინფორმაცია ნგრევისა და მსხვევრპლის შესახებ არ ვრცელდება.

გუშინწინ ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა, მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრამ თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიები მოიცვა. ნგრევის შედეგად ბოდრუმში 2 ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის დასავლეთი ნაწილი სეისმოაქტიურ ზონაში მდებარეობს და აქ ხშირად ხდება მიწისძვრები. ბოლო დროს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რეგიონში 1999 წელს მოხდა, რომლის შედეგად დაახლოებით 18 ათასი ადამიანი დაიღუპა.

pia.ge