ლონდონში , ცნობილი ბაზარი Camden Market დაიწვა

ლონდონში , ცნობილი ბაზარი Camden Market დაიწვალონდონში , ცნობილი ბაზარი Camden Market დაიწვა.

როგორც ბიბისი იტყობინება, ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მესამე სართულსა და სახურავს მოედო. ადგილზე 70 მეხანძრე იყო მობილიზებული, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა შენობა თითქმის ბოლომდე დაიწვა.

დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.