ბოლო დღეებია მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია “რუსთავი 2”-დან პროდიუსერებისა და ჟურნალისტების წასვლის შესახებ.
ინტერნეტში უკვე გავრცელდა სიახლე, რომ ცნობილი პროდიუსერები გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე რუსთავი 2-ს ტოვებენ.
მათ რიცხვს შეემატა მაია ასათიანიც, რომელიც ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ტოვებს და ტელეკომპანია “იმედში” გადადის.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მაია ასათიანის განცხადება გაავრცელა მისმა კოლეგამ, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა:
– ეს არის ტყუილი! იქნებ ჩემთანაც გადაამოწმოთ ხოლმე, სანამ “ექსკლუზივს” გამოაცხობთ! დღეს მე რუსთავი 2-ზე ვმუშაობ!

