მამუკა გამყრელიძე: ”ხელისუფლება და ოპოზიცია ხალხს ახატია”  

საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლკაში მამუკა გამყრელიძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს:

– ხელისუფლება გვიკიჟინებს, რომ აქვს ისეთი ძლიერი მხარდაჭერა, როგორც არასდროს.
ოპოზიცია ბაქიბუქობს, რომ ხალხი მხოლოდ მას უჭერს მხარს.
სინამდვილეში კი ამ ხალხს ახატია ორივე. ერთი-ორი კაპიკის შოვნა უნდა, ზოგს ბავშვების საჭმლისათვის, ზოგსაც ხინკლისა და ლუდისთვის. მობეზრდათ ეს ფუჭი და არაფრის მომტანი ყბედობა.
პოლიტიკურ ველზე დიდი ცვლილებების დრო დადგა. ძლიერი იდეოლოგიური საფუძველის და კონკრეტული მესიჯების მქონე ჯგუფების დრო მოვიდა. მოსახლეობის დიდი მასის ჩართულობით და კომუნიკაციის მაღალი დონით. პარტიების დრო მთავრდება. საზოგადოებრივი, სახალხო მოძრაობების დრო მოდის. ვინც ახლა ამ ტალღას მოახტება ბიზნესის დაფინანსებასაც ის მიიღებს.