ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი თბილისში ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსში გადამხდარ ისტორიას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დღეს ერთ ჩემს თანამშრომელს უჩხუბია მარშრუტკის მძღოლთან კონდიციონერის გამო. მძღოლს რომ ვერაფერი გააგებინა, დაურეკია კომპანიის პაირთან. პიარს ცალკე უჩხუბია მძღოლთან, ჩართე, თორემ სანქციებს დაგაკისრებთო. მძღოლი გაბრაზებულა და თუ არ გჯერათ, რომ არ მუშაობს კონდიციონერი, ახლა გიჩვენებთ სერისო და ჩაურთავს, ოღონდ სავარაუდოდ მარტო ვენტილაცია. ისეთი ცხელი ჰაერი წამოვიდა ხალხი კინაღამ გაგუდულა. ხალხი ეხვეწებოდა, გამორთე, შენი არაფერი გვინდაო. ამან არ გამორთო, სეირი უნდა გიჩვენოთ თქვენო და ასე გაგუდა მგზავრები მთელი გზა! ეს ჩემი თანამშრომელი ორი გაჩერებით ადრე ჩამოსულა.
ვინმემ მძღოლები არ შემაცოდოთ! ხოლო ეს კომპანია, რომელსაც საკუთარი მძღოლებისთვის ვერ მოუვლია, არის გასაგდები ქალაქიდან!” – წერს მერაბ მეტრეველი.
pia.ge

