მილანს კარიმ ბენზემას ყიდვა სურს

მილანს კარიმ ბენზემას ყიდვა სურსმას შემდეგ რაც მილანი ჩინელმა ბიზნესმენებმა შეიძინეს, ეს გუნდი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურია და მათ უკვე რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის ყიდვა მოახერხეს. მილანის შემდეგი სამიზნე მადრიდის რეალის ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება.

მილანი მზად არის ბენზემას ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა იტალიელებს ბენზემას ყიდვა მაინც გაუჭირდებათ, რადგან რეალი მას ადვილად არ დათმობს. ბენზემა რეალში 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ მან რეალთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი.