მიწისძვრას საბერძნეთსა და თურქეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

მიწისძვრას საბერძნეთსა და თურქეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულანძლიერ მიწისძვრას საბერძნეთის კუნძულ კოსიზე 2 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა დანგრეული შენობიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს.

თურქეთის ქალაქ მუგლაში ჰოსპიტალიზებულია რამდენიმე ადამიანი. რამდენიმე ადამიანი ფანჯრიდან გადახტომისას დაშავდა. ბოდრუმის საავადმყოფოში 70-მდე ადამიანი მიიყვანეს.

6,7 მაგნიტუდის და  10 კმ სიღრმის მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო, თურქეთის კურორტ ბოდრუმიდან 10,3 კილომეტრის და საბერძნეთის კუნძულ კოსიდან 16,2 კილომეტრის დაშორებით.

თურქეთში მიწისძვრა ყველაზე მეტად ქალაქ ბოდრუმში იგრძნობოდა, საავადმყოფოს აქ 100 მდე ადამიანმა მიმართა. მიწისძვრა იგრძნობოდა ეგეოსის ზღვის მთელ თურქულ სანაპიროზე.

დაშავებულებმა დაზიანებები ძირითადად მაშინ მიიღეს, როდესაც ისინი სახლებს ტოვებდნენ, რამდენიმე მათგანი პანიკაში ჩავარდა და სახლიდან თავის დაღწევა გადმოხტომით სცადა.

მიწისძვრა გრინვიჩის დროით 22:31 მოხდა.

მიწისძვრის დროს ბოდრუმში საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ბიძგები ამ დრომდე გრძელდება.

დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მიწისძვრამ ნგრევა და მცირე ცუნამი გამოიწვია.