მოსკოვში, ახალი არბატის ქუჩაზე მდებარე 27-სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
აღნიშნულ შენობაში სასტუმრო მდებარეობს, რომელშიც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გავრცელების ფართობმა 200 კვადრატული მეტრი შეადგინა.
მეხანძრეებმა 26 მუშის ევაკუირება მოახდინეს. როგორც სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ხანძარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ინტერპრესნიუსი

