მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად – გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში; დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა დატოვა.
imedinews.ge

