ვინ შეცვლის ლაშა თორდიას – გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ უნდა წარუდგინოს.
გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტის სამსახური შესაძლოა დავით ნარმანიამ ან ვანო ზარდიაშვილმა ჩაიბაროს.
დავით ნარმანია სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. თბილისის მოქმედი მერი ამბობს: “ვიქნები იქ, სადაც ვიქნები, ჯერ საკმაოდ ადრეა ამაზე საუბარი. მოვა დრო და ვიქნები იქ, სადაც ვიქნები”.
“ნიუპოსტი” ვანო ზარდიშვილს დაუკავშირდა. “ქართული ოცნების” წევრი აცხადებს, რომ გუნდში შეთანხმებული კანდიდატურა ჯერ არ ჰყავთ, თუმცა ამ თანამდებობაზე მის წარდგენას დეპუტატი გამორიცხავს.
– არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, შემოთავაზებაც არ ყოფილა. გუნდში მსჯელობა არის, თუმცა კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმება ამ ეტაპზე არ არსებობს, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.

