ნიკა გვარამია – ”სააკაშვილს აშკარად საჩუქარი გაუკეთა პოროშენკომ და არ იცის”

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ნიუ იორკში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ წერს:

„სააკაშვილს შევხვდი ნიუ იორკში. არ ვიცი მერამდენედ, არ დამითვლია, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ასეთ შთამბეჭდავ და მასშტაბურ პერსონას მეორეს არ ვიცნობ. აქვე აღვნიშნავ, შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ მასშტაბს ვერ ხედავდე და არ აღიარებდე – ან პერსონალური სიძულვილისგან თვალებდაბინდებაა, ან გონებასუსტობა.

უკრაინას რაც შეეხება, ისეთი თვალებანთებული და თვითდარწმუნებული მელაპარაკა, კარგა ხანია ასეთი არ მინახავს. აშკარად საჩუქარი გაუკეთა პოროშენკომ და არ იცის. ჯერ, ყოველ შემთხვევაში და არ გამოვრიცხავ, მალე გაიგოს“, – წერს გვარამია.

ნიუპოსტი