ნიუ იორკის კლინიკაში ყოფილმა ექიმმა სროლა ატეხა და მერე თავი მოიკლა

ნიუ იორკის კლინიკაში ყოფილმა ექიმმა სროლა ატეხა და მერე თავი მოიკლაცოტა ხნის წინ შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა ნიუ-იორკის ბრონქსის კლინიკაში. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ექიმის ხალათში იყო ჩაცმული. შემთხვევის შემდეგ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ნიუ-იორკ თაიმსის ცნობით, დაჭრილთა შორის სამი ექიმია, მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

შეიარაღებული თავდასხმა ადგილობრივი დროით, 14:45 საათზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადრე ამავე კლინიკის ექიმი, ჰენრი ბელო იყო. ის ბრონქსის ლიბიური ჰოსპიტალის ცენტრში ოჯახის ექიმად მუშაობდა.

მისი სამსახურიდან გათავისუფლების დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ის კლინიკაში თეთრი მოსასხამით შევიდა, რომელშიც თოფს მალავდა.