ოთარ კახიძე: ”აქციაზე იარაღით მისვლა შეცდომა იყო”

ოთარ კახიძე: ”აქციაზე იარაღით მისვლა შეცდომა იყო”“ევროპული საქართველოს” წევრი და პარლამენტარი ოთარ კახიძე, გუშინ, მარჯანიშვილის მოედანზე გამართულ აქციაზე იარაღით მისვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “შეცდომა დაუშვა”.

– იარაღს ვფლობ ლეგალურად და ტარების უფლება მაქვს, როგორც პარლამენტის წევრს. იარაღს ვატარებ ზოგადად. ამ აქციაზე ვაპირებდი დატოვებას, მაგრამ მოშორებით მომიწია მანქანის გაჩერება, აქციაზე მისასვლელად საკმაოდ შორი მანძილი უნდა დამეფარა, არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული. თავდაცვის მიზნით ვატარებ იარაღს. ვაღიარებ, რომ შეცდომა მომივიდა უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ვერ მოვახერხე მანქანის გაჩერება შეკრების ადგილას და არსებობდა გარკვეული საფრთხე, შესაბამისი მიზნით იყვნენ იქ კონტრაქციის მონაწილეები მოსულნი და ჩემზე თავდასხმა არ იყო გამორიცხული, – განაცხადა კახიძემ.

რამდენიმე წუთის წინ, ოთარ კახიძემ Facebook-ზე პოსტი დადო, რომელშიც აქციაზე იარაღით მისვლის მიზეზებს განმარტავდა, თუმცა არ წერს რომ შეცდომა მოუვიდა.

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

imedinews.ge