პოლიციამ ბესიკ დუღაშვილი მონასტერში იპოვა

პოლიციამ ბესიკ დუღაშვილი მონასტერში იპოვაპოლიციამ დაკარგული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი ინფორმაცით, დუღაშვილი ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება. შსს-ში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

დაკარგულ კარიკატურისტ ბესიკ დუღაშვილს ორი დღე ეძებდნენ. ის გუშინ დილით, დაახლოებით 10:00 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს. წასვლამდე დუღაშვილმა ”ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვს.