რატომ მივიდა ოთარ კახიძე იარაღით 23 ივლისის აქციაზე – ”ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია”

რატომ მივიდა ოთარ კახიძე იარაღით 23 ივლისის აქციაზე - ”ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია”“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე “პალიტრა ნიუსის” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ კახიძე 23 ივლისის აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება.
კახიძე განმარტებას “ფეისბუქის” გვერდზე ავრცელებს.

“პალიტრა ტვ-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქციაზე თან მქონდა იარაღი.

მინდა განვმარტო, რომ ლეგალურად ვფლობ გლოკ 19-ს და მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს.

იარაღის მჭიდში თავსდება 15 ერთეული 9მმ ვაზნა. ზოგჯერ თან დამაქვს სათადარიგო მჭიდიც.

ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია. იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით,” – წერს კახიძე.

ნიუპოსტი