სააკაშვილი: ”პოროშენკო ივანიშვილს საიდუმლოდ შეხვდა ურეკში ჩემ ექსტრადიციაზე სალაპარაკოდ”

სააკაშვილი: ”პოროშენკო ივანიშვილს საიდუმლოდ შეხვდა ურეკში ჩემ ექსტრადიციაზე სალაპარაკოდ”საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საიდუმლო შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი განიხილეს.

„ჩემი ინფორმაციით, თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოროშენკო სპეციალურად ეწვია ბათუმს, იმისათვის რომ საქართველოს ფაქტობრივ მმართველთან, ივანიშვილთან ჩემი ექსტრადირების საკითხი განეხილა, მის რეზიდენციაში, ურეკში. მათი საიდუმლო შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და თითქმის მთლიანად მე მომეძღვნა.

ივანიშვილი 100%-ით რუსული პროექტია და „გაზპრომის“ უმსხვილეს აქციონერს წარმოადგენს. ორ მილიარდერ ოლიგარქს, ქვეყნების ლიდერებს შორის არის კავშირს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც არც ფული აქვს და არც რაიმე თანამდებობა და ეს ადამიანი მე ვარ.

სამწუხაროდ, იმის კონსტატირება მიწევს, რომ ამ სიტუაციაში პოროშენკო არა როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, არამედ იქცევა როგორც სულით მოვაჭრე.

ამავდროულად, ახმატოვის რესურების ჩართვით, მისმა არხმა შეიძინა ფილმი ჩემზე, რომელიც გაზპრომის ფულით ივანიშვილის მიერ იყო დაკვეთილი და მისი ჯიბის „ოპოზიციონერი“ ლიაშკო კვლავ ხმამაღლა ყვირის, რომ დროა, უკრაინიდან გამაძევნომ.

რაზეც უნდა შეთანხმდნენ ისინი და რა ნაბიჯებიც უნდა გადადგან, მე კიდევ უფრო აქტიურად ვიბრძოლებ საქართველოსა და უკრაინის გასათავისუფლებლად ოლიგარქებისგან და მათი ყველა მსახურისგან, რომლებიც ხელს უშლიან ხალხის ნორმალურად ცხოვრებას“ – წერს სააკაშვილი.

ნიუპოსტი