სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდებენ

სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდებენ“ქართული მარშის” ორგანიზატორები სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი რკინიგზის სასახლესთან მივიდნენ. მათ მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდეს.

“ქართული მარშის” მხარდამჭერები აღმაშენებლის გამზირს თანდათან ტოვებენ.

ცოტა ხნის წინ, „ქართველთა მარშის“ მხარდამჭერებსა და საპატრულო პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა.

მარჯანიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის კვეთაზე “ევროპული საქართველოს” ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

ცოტა ხნის წინ, “ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ მარში აღარ გაიმართება.

მარშისა და საპროტესტო აქციის გაუქმების თხოვნით, საპატრიარქომ “ქართველთა მარშისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებს თხოვნით მიმართა. “ევროპული საქართველო” აქციის გადადებას არ აპირებს.

დღეს თბილისში, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში” აქციის გამართვას აღმაშენებლის გამზირზე “ევროპული საქართველო” გეგმავს. ეს აქცია 20:00 საათზე აღმაშენებლის მოედანზე გაიმართება. პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზევე, 19:00 საათისთვის კონტრაქცია დააანონსეს „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებმა და მერიისგან ნებართვაც ითხოვეს, მერიამ მათ ურჩია აქცია სხვა ადგილას გაემართათ.

თბილისის მერიამ „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მერიას მიაჩნია, რომ ეს აქცია აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად სხვა ლოკაციაზე ან სხვა დროს უნდა ჩატარდეს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ  2017 წლის 17 ივლისს თბილისის მერიას წერილობით მიმართა ,,ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისათვის” პოლიტიკურმა გაერთიანებამ, მიმდინარე წლის 23 ივლისს, მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

imedinews.ge