საფრანგეთის პოლიციამ ემანუელ მაკრონის პოტენციური მკვლელობა აღკვეთა

საფრანგეთის პოლიციამ ემანუელ მაკრონის პოტენციური მკვლელობა აღკვეთა

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც 14 ივლისს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის აღლუმზე ემანუელ მაკრონის მოკვლას აპირებდა. დაკავებულმა აღიარა, რომ შეიძინა კალაშნიკოვი, რომლითაც ის აპირებდა ამ დანაშაულის ჩადენას.

მამაკაცი 23 წლის არის და ის ადრეც იყო დაკავებული ტერორიზმის პროპაგანდისთვის, თუმცა მაშინ მან ციხე რამდენიმე დღეში დატოვა, ამჯერად კი ბრალდება გაცილებით სერიოზულია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრალდებულებმა დაკავების დროს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებული არასტაბილური ფსიქიკის პატრონია, მაგრამ ის პასუხისმგებლობას იღებს თავის განცხადებებზე.