გერმანიაში, ქალაქ კონსტანცაში ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაიჭრა. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი დისკოთეკაზე გახსნა.
34 წლის თავდამსხმელმა შენობიდან გასვლა შეძლო, თუმცა პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

