თეთრი სახლის პრესმდივანი თანამდებობიდან გადადგა

თეთრი სახლის პრესმდივანი თანამდებობიდან გადადგათეთრი სახლის პრესმდივანი, შონ სპაისერი, თანამდებობიდან გადადგა.
სპაისერმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ დილით დაწერა.
“The New York Times” -ის ინფორმაციით, სპაისერმა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორად ნიუ-იორკელი ფინანსისტის, ენტონი სკარამუჩის, დანიშვნას.
სხვა დეტალები სპაისერის გადადგომასთან დაკავშირებით არ ვრცელდება. ასევე უცნობია ვინ შეცვლის თეთრი სახლის პრესმდივანს.