ლაშა თორდია მომავალ მთავარ აუდიტორად ნინო ლომჯარიას ისურვებდა

ლაშა თორდია მომავალ მთავარ აუდიტორად ნინო ლომჯარიას ისურვებდალაშა თორდიას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად მუშაობის ვადა ამოეწურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა მომავალ მთავარ აუდიტორად მის მოადგილეს ნინო ლომჯარიას ისურვებდა.

– ნინო ლომჯარია არის პიროვნება, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური ბექგრაუნდი და მისი მთავარ აუდიტორად არჩევა არ გამოიწვევს საზოგადოებაში დამატებით კითხვის ნიშნებს.

გარდა ამისა, მისი გამოცდილება იძლევა იმის თქმის წინაპირობას, რომ სახელმწიფო აუდიტში პროცესები კიდევ უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

თორდიას თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვისი კანდიდატურები განიხილება მის შემცვლელად.

თავად ნინო ლომჯარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მთავარი აუდიტორის თანამდებობაზე მასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ნიუპოსტი