თურქმა ჟანდარმმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა: არიან დაღუპულები და დაჭრილები

თურქმა ჟანდარმმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა: არიან დაღუპულები და დაჭრილებიჟანდარმერიის შტაბის მოსამსახურე თურქმა სამხედრომ წუხელ ავტომატური შაშხანიდან ცეცხლი საკუთარ თანამშრომლებს გაუხსნა. 3 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა.

ამის შესახებ CNN Turk იუწყება.

თავდამსხმელმა სროლის შემდეგ თავი მოიკლა. დაჭრილი სამხედროები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ–ერთი ვერსიით, თავდამსხმელი დეპრესიას უჩიოდა.

მომხდარზე თურქეთის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

pia.ge