27 დაღუპული და 83 დაშავებული – ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა

27 დაღუპული და 83 დაშავებული - ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა27 ადამიანი დაიღუპა და 83 დაშავდა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ კონდუგაში მომხდარი აფეთქების შედეგად.
როგორც როიტერსი იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი ბაზარში აიფეთქა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, კონდუგაში მეორე აფეთქებაც მოხდა. 2-მა ტერორისტმა დევნილთა ბანაკის შესასვლელთან აიფეთქა თავი.

აფეთქებებზე პასუხიმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნიგერიაში ტერორისტულ აქტებს დაჯგუფება “ბოკო-ჰარამი” ახორციელებს.

„ბოკო ჰარამი” შეიარაღებულ თავდასხმებს 2009 წლიდან ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ “ბოკო ჰარამის” ტერორისტების სამიზნეს ნიგერიის, ჩადისა და ნიგერის ტერიტორია წარმოადგენს. ისლამისტები ცდილობენ აღნიშნულ სახელმწიფოთა ტერიტორიების ხარჯზე საკუთარი სახელმწიფო ჩამოაყალიბონ.

2015 წლის მარტში დაჯგუფებამ “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულებზე დაიფიცა.

ნიუპოსტი