36 იტალიელი მოსკოვის რესტორნიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა

36 იტალიელი მოსკოვის რესტორნიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა36 იტალიელი ტურისტი მოსკოვში სასტუმრო “ბოროდინოს“ რესტორანში ვახშმობის შემდეგ საკვებისგან მოწამვლით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ Mash იტყობინება. წინასწარი მონაცემებით, ისინი შესაძლოა სალმონელათი დაავადებული საკვებით მოიწამლნენ.

იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობა რუსეთში მომხდარის გარემოებებს სწავლობს.

სასტუმროს თანამშრომლები რესტორნის კავშირს მომხდართან გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ტურისტები სხვა ადგილზე მოიწამლნენ.