ანდრე გომეში შესაძლოა იუვენტუსის ფეხბურთელი გახდეს

ანდრე გომეში შესაძლოა იუვენტუსის ფეხბურთელი გახდეს

ბარსელონას პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ანდრე გომეშმა შესაძლოა კარიერა ტურინის იუვენტუსში გააგრძელოს. იუვენტუსმა გომეშის შეძენის სურვილი გამოთქვა, თუმცა ჯერჯერობით ეს ტრანსფერი არ განხორციელებულა, რადგან ბარსელონა და იუვენტუსი დეტალებზე ვერ თანხმდებიან.

კატალონიელებს გომეშის იაფად გაყიდვა არ სურთ, რადგან თავის დროზე მათ პორტუგალიელ ფეხბურთელში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეს. გომეში იუვენტუსში თამაშზე თანახმაა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბარსელონაში გადასვლის შემდეგ ანდრე გომეშს ბევრს აკრიტიკებენ, რადგან მან მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.