ანდრეს ინიესტა ბარსადან წასვლას არ გამორიცხავს

ანდრეს ინიესტა ბარსადან წასვლას არ გამორიცხავსბარსელონას ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ ის ბევრს ფიქრობს თავის მომავალზე და ჯერჯერობით არ იცის გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს ბარსელონასთან. ინიესტას თქმით 3 წლის წინ სხვაგვარი მდგომარეობა იყო და მას ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ბარსელონაში დარჩებოდა, ახლა კი ბევრი რამ შეიცვალა.

ბოლო პერიოდში ინიესტას ხშირად აწუხებს ტრავმები, ამიტომ ის ვეღარ აჩვენებს ისეთ ფეხბურთს, როგორსაც მისგან მიჩვეულია ბარსელონას გულშემატკივარი. ტურინის იუვენტუსი დაინტერესებულია ინიესტას ტრანსფერით, ამიტომ ესპანელ ფეხბურთელს ბარსელონადან წასვლის შემთხვევაში მსურველები არ მოაკლდება.