პოლიციამ რკინიგზის შენობასთან ირაკლი კუპრაძე და გიორგი დიასამიძე დააკავა – რამდენიმე ადამიანი აქციაზე შეუძლოდ გახდა

პოლიციამ რკინიგზის შენობასთან ირაკლი კუპრაძე და გიორგი დიასამიძე დააკავა - რამდენიმე ადამიანი აქციაზე შეუძლოდ გახდასაქართველოს რკინიგზის შენობის წინ რკინიგზელების შიმშილობის აქცია მე-10 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები რკინიგზელებისთვის სამუშაო პირობების ცვლილებას აპროტესტებენ.

რამდენიმე წუთის წინ შენობასთან დაპირისპირება იყო, აქციის მონაწილეები საქართველოს რკინიგზის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციამ არ მისცა. როგორც “ნიუპოსტს” ადგილიდან აცნობეს, სულ მცირე დაკავებულია ერთი პირი, რომელიც რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელია.

რკინიგზელთა ახალი პროკვაშირების პრეზიდენტის, ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით კი, რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.

პოლიციამ რკინიგზის შენობასთან ირაკლი კუპრაძე და გიორგი დიასამიძე დააკავა - რამდენიმე ადამიანი აქციაზე შეუძლოდ გახდამისივე თქმით, დაკავებულია „აუდიტორია 115“-ის წევრი ირაკლი კუპრაძე და პროფკავშირების წევრი გიორგი დიასამიძე.
”ინტერპრესნიუსის” ცნობით, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შესავლელთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მათ აქციის მონაწილეებს ფოეში შესვლის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოხდა.

ცოტა ხნის წინ აქციაზე რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ექიმები შეუძლოდ მყოფ რამდენიმე ადამიანს დახმარებას უწევენ.