აშშ-ის საელჩომ საქართველოსთვის დახმარების თხოვნით ევროპაში ამერიკულ სარდლობას მიმართა

აშშ-ის საელჩომ საქართველოსთვის დახმარების თხოვნით ევროპაში ამერიკულ სარდლობას მიმართასაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით ამერიკის საელჩოს მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოს მთავრობასთან და საელჩომ დახმარების თხოვნა უკვე გაუგზავნა ამერიკულ სარდლობას ევრობაში:

– მქონდა მჭიდრო კავშირი მთავრობასთან გუშინაც და დღესაც. ძალიან რთულია ამ ხანძრის ჩაქრობა. ჩვენ, როგორც პარტნიორ ქვეყანას, გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და დავეხმაროთ. გავაგზავნეთ მოთხოვნა და დახმარება ვთხოვეთ ამერიკულ სარდლობას ევროპაში, ორგანიზაცია იუესეიდს. ასევე ვიკვლევთ, რითი შეიძლება კიდევ დაგეხმაროთ. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები ეხმარებიან საქართველოს ტექნიკით. ჩვენ დავრჩებით მჭიდრო კონტაქტზე. ფიქრით და ლოცვით მეხანძრეებთან ვართ. ეს ულამაზესი და ჩემი საყვარელი რეგიონია საქართველოში, – განაცხადა იან კელიმ.

ნიუპოსტი