ბაჩო და დათა ახალაიების დედა, ნანი გაბედავა, გარდაიცვალა

ბაჩო და დათა ახალაიების დედა, ნანი გაბედავა, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მომხდარის გამო ბაჩო ახალაიას მეუღლეს ანი ნადარეიშვილს ფეისბუქზე უსამძიმრებენ.

“უღრმესი მადლობა ყველას ჩემი და ჩემი ოჯახის უდიდესი ტკივილის გაზიარებისთვის, ძალიან დიდი ბოდიში, სათითაოდ რომ ვერ გპასუხობთ”, – დაწერა ფეისბუქზე 1 საათის წინ ანი ნადარეიშვილმა.

 ნანი გაბედავა 61 წლის იყო. ის 1956 წლის 14 სექტემბერს დაიბადა.