ბარსელონა: ტერაქტის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან – “პოლიცია გარეთ გასვლის უფლებას არ გვაძლევს”

ბარსელონა: ტერაქტის ადგილზე  საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან - "პოლიცია გარეთ გასვლის უფლებას არ გვაძლევს”ცოტა ხნის წინ “ქრონიკა” ესაუბრა ერთ-ერთ ქართველს, რომელიც ბარსელონაში ტერაქტის ადგილიდან ას მეტრში იმყოფებოდა. ის იქ ძმასთან ერთად იყო და ერთ-ერთ მაღაზიას აფარებდა თავს.

მისი თქმით, პოლიცია ადამიანებს გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევს, რადგან პერიმეტრს კვლავ სამართალდამცველები აკონტროლებენ.

17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტში დამნაშავეები პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარს აფარებენ თავს. სხვა ცნობებით, დამნაშავე შეიძლება მარტო იყოს.

იმედინიუსი