ბარსელონას ტერაქტი 17 წლის მუსა უკაბირმა განახორციელა

ბარსელონას ტერაქტი 17 წლის მუსა უკაბირმა განახორციელაბარსელონას ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად, ესპანეთის პოლიციამ ესპანეთის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი, 17 წლის მუსა უკაბირი დაასახელა, რომელიც დრის უკაბირის ძმაა, მამაკაცის, რომლის საბუთებითაც ფურგონი დაიქირავეს.

სამართალდამცავთა თქმით, სწორედ მუსა მართავდა ფურგონს, რომელიც ხალხმრავალ ადგილას შევარდა. პოლიცია მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

ტერაქტის შემდედ, ფურგონის სავარაუდო მძღოლად, 28 წლის დრის უკაბირი დასახელდა და პოლიციამ მასზე ძებნა გამმოაცხადა, თუმცა ძებნის გამოცხადებიდან მალევე , დრისი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა და განაცხადა, რომ მას საბუთები მოპარეს.

ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, წუხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.