ბარსელონაში ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის ყველაზე პატარა 3 წლის გოგონაა

ბარსელონაში ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის ყველაზე პატარა 3 წლის გოგონააბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის ყველაზე მცირეწლოვანი 3 წლის გოგონაა, რომელიც რამბლას ბულვარზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. უცნობია მისი ვინაობა და მოქალაქეობა.

ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, წუხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. რამბლას ბულვარზე, რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, ფურგონი ხალხში შეიჭრა,

კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ნიუპოსტი