ბარსელონაში ტერაქტის დროს დაკარგული 7 წლის ჯულიან კედმენი გარდაცვლილი აღმოჩნდა

ბარსელონაში ტერაქტის დროს დაკარგული 7 წლის ჯულიან კედმენი გარდაცვლილი აღმოჩნდააღმოჩნდა, რომ 7 წლის ავსტრალიელი ჯულიან კედმენი, რომელსაც პოლიცია 2 დღის განმავლობაში ეძებდა, ბარსელონაში ტერაქტის დროს დაიღუპა.

ეს ფაქტი კატალონიის პოლიციამ უკვე დაადასტურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოჯახი მას იმ წუთიდან ეძებდა, რაც ბავშვი ტერაქტის დროს დედას დაშორდა. ის იმ 13 გარდაცვლილს შორის აღმოჩნდა, რომელთა ოდენობაც სამართალდამცველებმა რამბლეს ქუჩაზე ტერაქტის დღეს განსაზღვრეს.

თუმცა, გუშინ Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიჭი ერთ-ერთ საავადმყოფოში იპოვეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო.

ბარსელონაში, რამბლეს ქუჩაზე ტერაქტი 17 აგვისტოს მოხდა. სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა  “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

მოგვიანებით პოლიციამ ტერაქტი კამბრილსის მუნიციპალიტეტში აღკვეთა.

იმედინიუსი