ბარსელონის რაბინმა ებრაელებს ევროპის დატოვებისკენ მოუწოდა

ბარსელონის რაბინმა ებრაელებს ევროპის დატოვებისკენ მოუწოდაბარსელონის მთავარმა რაბინმა მეირ ბარ-ჰენმა ესპანეთს “ისლამური ტერორიზმის ცენტრი” უწოდა და ებრაელებს ევროპის დატოვებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Independent-ი ავრცელებს.
– მე ჩემს მრევლს სულ ვეუბნები: არ იფიქროთ, რომ აქ სამუდამოდ ვართ. მე ვურჩევ მათ შეიძინონ უძრავი ქონება ისრაელში. არ გაიმეოროთ ალჟირელი და ვენესუელელი ებრაელების შეცდომები. ევროპა დამარცხებულია!,- განაცხადა რაბინმა.

17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით გადატვირთულ რამბლეს ქუჩაზე შევარდა. იმავე დღეს, ქალაქ კამბრილსში, ბარსელონის სამხრეთით, კიდევ ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ადამიანს სატვირთო მანქანით გადაურა. ბოლო მონაცემებით, ბარსელონის რამდენიმე ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

იმედინიუსი