კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ სუბირატსში ლიკვიდირებული პირი ბარსელონას ტერაქტის შემსრულებელია.
“ვადასტურებთ, რომ სუბირატსში ლიკვიდირებული კაცი იუნეს აბუიაკუბია, რომელიც ბარსელონას ტერაქტის შემსრულებელია”- ნათქვამია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
იუნუს აბუიაკუბი იპოვეს ბარსელონასთან ახლოს. მისი დაკავება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მცხოვრები ქალის დახმარებით მოხერხდა.
რამდენიმე საათის წინ მან შენიშნა ადამიანი, რომელიც პოლიციის მიერ ძებნილ იუნუს აბუიაკუბს მიამსგავსა. ქალმა მას დაუძახა, მამაკაცმა არაფერი უპასუხა და ვენახებისკენ გაიქცა.
ქალმა მაშინვე მიმართა პოლიციას. როდესაც პატრული ადგილზე მივიდა, პოლიციამ სწრაფად იპოვა ტერორისტი. აგენტებმა დაინახეს, რომ ეჭვმიტანილს საჰიდის ქამრის მსგავსი რამ ჰქონდა შემოჭერილი და ის მოკლეს.
უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ აბუიაკუბი დააკავა.
17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით გადატვირთულ რამბლეს ქუჩაზე შევარდა. მოგვიანებით, დიაგონალის პროსპექტზე სატვირთო მანქანით უცნობი პირი პოლიციელებს დაეჯახა, რომლებიც პერიმეტრს იცავდნენ. დაშავდა ორი პოლიციელი.
იმავე დღეს, ქალაქ კამბრილსში, ბარსელონის სამხრეთით, კიდევ ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ადამიანს სატვირთო მანქანით გადაუარა. დაშავდა 7 ადამიანი, მოგვიანებით ერთ-ერთი დაიღუპა. პოლიციამ ოთხივე თავდამსხმელი მოკლა, მეხუთე მოგვიანებით გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ბარსელონის ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. კატალონიის პოლიციელების ცნობით, დაშავებულთა შორის 34 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

