ბარსელონის ტერაქტის შემსრულებელი, 22 წლის იუნეს აბუიაკუბი, დააკავეს

ბარსელონის ტერაქტის შემსრულებელი, 22 წლის იუნეს აბუიაკუბი, დააკავესბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი, 22 წლის იუნეს აბუიაკუბი დააკავეს.

როგორც ტელეგრაფი იტყობინება, იუნესი ბარსელონას აღმოსავლეთ ნაწილში სამართალდამცავებმა აიყვანეს.
მას შემდეგ, რაც ესპანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ ფურგონის მძღოლი, რომელიც 17 აგვისტოს რამბლას მოედანზე ხალხში შევარდა, სწორედ იუნეს აბუიაკუბი იყო, მასზე ევროპის მასშტაბით გამოცხადდა ძებნა.

ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 14 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ასევე, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. პოლიციელებმა 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს. სამართალდამცავებმა მოკლეს ესპანეთის მოქალაქე 17 წლის მუსა უკაბირი, რომლმაც ძმას დოკუმენტები მოპარა და ის ფურგონი იქირავა, რომელმაც ხალხი იმსხვერპლა.

ნიუპოსტი