სოლიდარობის სახლი თბილისში მცხოვრები მოხუცის სევდიან ისტორიაზე წერს.
ქუჩაში ბებო ისეთი თვალებით შემომცქეროდა, გული შემიღონდა:
— რა ბედნიერი ხართ, ნაყინს რომ მიირთმევთ… — ხმა ამოაკანკალა მოხუცმა…
— ბებო, გინდათ ნაყინი?..
— მიყიდით?
— აბა რას ვიზამ?
— მართლა მიყიდით?
— აქვეა, წამო ბებო, წამო… — ხელკავით მოვლაცლაცებდით მე და ბებო.
— ბებო, როგორი ნაყინი გირჩევნია?
— სულერთია…
— შერეულს გიყიდი…
— კი, უფრო გემრიელი იქნება…– მივართვი გახარებულ ბებოს ნაყინი. იქვე ხაჭაპურები ბზინავდნენ… ბებო დააცქერდა…
— ხაჭაპურიც ხომ არ გინდა?
— მიყიდი?
— კი, ბებო, აბა რას ვიზამ?..
— აი, ნახეთ (გაშალა პარკი), თქვენსავით, ერთმა გოგომ პური და ლიმონათი მიყიდა…
— ძალიან საყვარელი ბებო ხარ და იმიტომაც გიყიდა…
— დაგლოცოთ ღმერთმა… ჩემს ლოცვას შეისმენს ღმერთი, შვილო…
— მადლობა, ბებო…
— მე რით გადაგიხადოთ? აქვე ვცხოვრობ, წამოდით, ყავას დაგალევინებთ.
— უკვე გადამიხადეთ, თქვენ ხომ ღმერთის ენით დამლოცეთ…
ნიუპოსტი

