რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მაქსიმ ორეშკინის გავლენა და პოლიტიკური წონა გაიზარდა, მას პრეზიდენტი პუტინი უჭერს მხარს. ამის შესახებ Bloomberg–ზე დღეს გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
გავლენიანი სააგენტო პუტინის შეხედულებების კარგად მცოდნე სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ორეშკინი „პუტინის ფავორიტად გაიზარდა“.
Bloomberg–ის რესპონდენტები აცხადებენ, რომ ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი გაცილებით გავლენიანია, ვიდრე მისი ნებისმიერი წინამორბედი. ამის დასადასტურებლად სააგენტო იხსენებს, რომ პირველმა სწორედ ორეშკინმა გაასაჯაროვა ვლადიმერ პუტინისა და აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჰამბურგში გამართული პირველი შეხვედრის დეტალები.
ამასთან, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორეშკინი ეკონომიკური რეფორმების პროექტს ამზადებს, აღნიშნავს Bloomberg–ი.
პირველი

