სტიქიის ზონაში მსოფლიო ბანკის გენერალური დირექტორი იმყოფებოდა. მერსი ტემბონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ჯერჯერობით უცნობია შეხვედრის დეტალები.
ამ წუთებში კი ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს პრემიერის ხელმძღვანელობით. მას ასევე ესწრება თავდაცვის მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით დღის ბოლოსთვის, იმედოვნებენ, რომ ვითარება გაუმჯობესდება და ცეცხლის ჩაქრობის საბოლოო ეტაპზე გადავლენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფომრაციით, ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს მიუახლოვდებიან, მათ ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ.
კვირიკაშვილის თქმით, ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება. კვლავ აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შტაბის წევრებს სამოქმედო გეგმა განუსაზღვრა და კოორდინაციის კუთხით დავალებები გასცა.

