ჩიკაგოში ერთ დღე-ღამეში სროლებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა

ჩიკაგოში ერთ დღე-ღამეში სროლებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა6 ადამიანი გარდაიცვალა და 33 დაშავდა ჩიკაგოში კვირას სხვადასხვა ადგილას მომხდარი სროლების შედეგად.

ინფორმაციას Chicago Tribune ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხოლოდ ერთი დღე-ღამის მანძილზე ქალაქში 10-მდე ინციდენტი დაფიქსირდა. ბოლო სროლა ადგილობრივი დროით, 02:30 საათზე მოხდა, როცა უცნობმა პირმა ღამის კლუბიდან გამომავალ ხალხს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6-მა კი მძიმე დაზიანებები მიიღო.

ჩიკაგო ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი სატრანსპორტო კვანძია. იგი ქვეყნის მეორე ფინანსური ცენტრია. ჩიკაგო მოსახლეობის რაოდენობის მხრივ შტატებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

იმედინიუსი