ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გაუშვაჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა. ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი სამხრეთკორეული შტაბების გაერთიანების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ გაურკვეველი ტიპის რაკეტამ იაპონიის ტერიტორიას გადაუფრინა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო და იაპონიის მთავრობაც ადასტურებს.
სააგენტო Reuters-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოფიციალურმა ტოკიომ იაპონიის ჩრდილოეთ რაიონების მცხოვრებლები შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილა და მოქალაქეებს უბრძანა თავდაცვით ზომებს მიმართოს.
26 აგვისტოს, ფხენიანმა ერთდროულად სამი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების წყნარი ოკეანის სარდლობამ დააფიქსირა. ამერიკელებმა განაცხადეს, რომ სამიდან ერთი რაკეტა გაშვებისთანავე აფეთქდა, ორი მწყობრიდან ფრენის დროს გამოვიდა. სამხედროების ცნობით, რაკეტები არ ემუქრებოდა გუამს ან ჩრდილოეთ ამერიკას.
მანამდე, ტელეკომპანია CNN-მა სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა მორიგი ბირთვული ცდისთვის ემზადება. სავარაუდოდ, ფხენიანი მიწისქვეშა ბირთვულ აფეთქებას გეგმავს.

იმედინიუსი