დაჩი ცაგურია – ”ირაკლი პეტრიაშვილი პირად ბოღმას ანთხევს ჩემზე”

დაჩი ცაგურია - ”ირაკლი პეტრიაშვილი პირად ბოღმას ანთხევს ჩემზე”„საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია გაფიცული რკინიგზელების მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს არასერიოზულს და არარეალურს უწოდებს.

– ეს ბრალდებები არის ძალიან არასერიოზული. ყოველგვარ აზრს არის მოკლებული მათი ეს განცხადებები. პეტრიაშვილი თავის ამ პირად ბოღმას ამ ფორმით ანთხევს ჩემზე, რომ დასვა აქ თავისი თანამშრომლები, რომლებსაც თავად უხდის ხელფასს და ისინი არ არიან რკინიგზის თანამშრომლები და აშიმშილებს იმიტომ, რომ დამაზიანოს, ჩემი რეპუტაცია შელახოს. ირაკლი პეტრიაშვილი, დიახაც, არის სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკური ლიდერი, – აცხადებს დაჩი ცაგურია.

გაფიცული რკინიგზელები ხვალიდან ფართომასშტაბიან შიმშილობას გეგმავენ.

ნიუპოსტი