დავით დეფი – ”მე დავტოვე საქართველო და ნიუ იორკში ტაქსისტად ვმუშაობ”

პოეტი დავით დეფი საქართველოდან წავიდა. ამის დასტურად მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც გაირკვა, დავით დეფი ნიუ-იორკში გაემგზავრა.
საქართველოს დატოვების მიზეზად პოეტი დევნას და შევიწროებას ასახელებს.
– მე დავტოვე საქართველო, ჩემი დევნისა და შევიწროების გამო და ვარ ნიუ-იორკის „აფსთეითში“, პატარა ქალაქ მონროში. ვმუშაობ ტაქსის მძღოლად, ვცდილობ, გადავრჩე და ოჯახი გადავარჩინო. თან გაისად აქ, ამერიკაში, ჩემი რომანი გამოდის და ცხოვრებას ახლიდან ვიწყებ. ჩემი ცოლ-შვილი და დედა ჯერ საქართველოში არიან. ღმერთმა ხელი მოგვიმართოს, – ამბობს დავით დეფი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

ექსკლუზივნიუსი