დავით ლიკლიკაძე – “არანაირი ვერტმფრენი არ ჩამოვარდნილა… რა გვიხარია, ასეც რომ არ იყოს?”

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდილი ვერტმფრენის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“წინასწარ გაფრთხილებთ არაფერს არ ვაპრავებ, უბრალოდ მეტი სიცხადე მინდა შევიტანო ამ ამბავში:
არანაირი ვერტმფრენი არ ჩამოვარდნილა. ვერტმფრენი წყალს იღებდა და იქვე წყალზე დასვა მფრინავმა. მოხდა ავარიული დაშვება. მფრინავი პროფესიონალი ყოფილა, თორემ ჩამოვარდნილი ვერტმფრენიდან საკუთარი ფეხით არავინ გადმოდის.

p.s. აი ძალიან მაინტერესებს რა გვიხარია ასეც რომ არ იყოს? ვიდრე პოლიტიკურ პოლემიკას გააჩაღებთ ჩემს ვოლზე, შეგახსენებთ ვერტმფრენი არც მიშასია და არც ბიძინასი. ის ეკუთვნის საქართველოს და ქართველ ხალხს!”, – წერს დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.

პირველი