ეკა წამალაშვილი – ,,უთხრეს თუ არა კალაძეს კანონიერმა ქურდებმა: აბა, თქვენ იცითო?!”

,,ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით 2012 წელს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს იხსენებს ნაციონალური მოძრაობის წევრი.

ეკა წამალაშვილის თქმით, იმ ფონზე, როცა კახა კალაძეს თბილისის მერობა ,,განუზრახავს“, მნიშვნელოვანია, გაირკვეს ნამდვილია თუ არა ჩანაწერი, სადაც კალაძე კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობზე საუბრობს.

„8 სული “ქურდი,” სიმონ, ჩამეხუტნენ, გადამეხვივნენ. გადამკოცნეს და აბა, თქვენ იცითო! ქუთაისლები: ჩაკვეტაძე, ნემსიწვერაძე, გელაძე. არსენას ბიჭი ჯემალი,” კახი კალაძის ხმით მოლაპარაკე ამბობდა ამას 2012 წლის არჩევნების წინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში, თან აღფრთოვანებული, კმაყოფილი.

ფარული მიყურადღების ეს პროდუქტი სამტკიცი არ არის (ივანიშვილის ენით), მაგრამ, როცა პირს დედაქალაქის მერობა განუზრახავს და “ოცნების თბილისს”, თან “სიცოცხლით სავსე თბილისს” გვპირდება, როგორი საჭიროა ვიცოდეთ – ეს ჩანაწერი არის ნამდვილი თუ არა? დაზუსტებით უთხრეს თუ არა კალაძეს “კანონიერმა ქურდებმა”: აბა, თქვენ იცითო! დაზუსტებით იყო თუ არა კალაძე ბედნიერი იმით , რომ 8 სული “ქურდი” ჩაეხუტენ“, – წერს ეკა წამალაშვილი.

ნიუპოსტი