ელისაბედ II-მ მომავალ მეფედ პრინცი უილიამი, დედოფლად კი ქეით მიდლტონი დაასახელა

ელისაბედ II-მ მომავალ მეფედ პრინცი უილიამი, დედოფლად კი ქეით მიდლტონი დაასახელაბრიტანული ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, 91 წლის ელისაბედ II-მ ქვეყნის მომავალ მეფედ კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი, დედოფლად კი მისი მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითი დაასახელა.
თუკი ეს სიმართლეა, გამოდის, რომ მისი შვილი, 68 წლის პრინცი ჩარლზი, რომელიც ტახტის პირდაპირი მემკვიდრეა და საკუთარ რიგს სავარაუდოდ, მოთმინებით ელოდა, გვირგვინის გარეშე დარჩება. Closerweekly-ის ცნობით, ელისაბედ მეორის გადაწყვეტილებით, მეფე არა მისი შვილი, არამედ შვილიშვილი გახდება.

„მისმა უდიდებულესობამ გააანალიზა, რომ უილიამი და ქეითი – ეს მომავალია. მან 65 წელი შეალია იმას, რომ უინძორების სამეფო ოჯახი გადაერჩინა და ახლა ის სწორედ ქეითსა და უილიამს ხედავს ისეთ ენერგიადა, რომლებიც თანამედროვე სამყაროში თავიანთ მოვალეობებს კარგად შეასრულებენ” – გამოცემის თქმით, ამის შესახებ აცხადებს წყარო ბუკინგემის სასახლიდა.

მეორე წყაროს თქმით კი „დედოფალი ელისაბედი აცნობიერებს, რომ მონარქიას ისეთი პატივი და ძალაუფლება აღარ აქვს, როგორც ადრე. მის თვალში კი, უილიამი და ქეითი არიან ადამიანები, რომლებსაც ამის შეცვლა შეუძლიათ.“

35 წლის უილიამსა და ასევე 25 წლის ქეით მიდლტონს 2 შვილი ჰყავთ – 4 წლის პრინცი ჯორჯი და 2 წლის პრინცესა შარლოტა.

ნიუპოსტი